ისლანდიაში ჩანჩქერში ჩავარდნილი ქართველის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ცნობილი ხვალ გახდება. საქარველოს ელჩის განმარტებით, სამძებრო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, თუმცა უკვე ნაკლები ინტენსივობით. საქმეს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მიენიჭა.
„დღესაც გრძელდება სამძებრო სამუშაოები. შედარებით სხვა რეჟიმში, ნაკლები შუალედით, მაგრამ სამუშაოები არ შეჩერებულა. ხვალ ვიცით, რომ მოგვაწვდიან ოფიციალურად პასუხს, რა მოხდა დეტალურად. ძიება მიმდინარეობს უბედური შემთხვევის კვალიფიკაციით. ბუნებრივი პირობები ნამდვილად ძალიან რთულია, იმიტომ რომ მდინარე არის საკმაოდ ღრმა სწრაფი, მაგრამ ქვემოთ, რამდენიმე მონაკვეთზე ჩადებული აქვთ შესაბამისი შემაკავებელი ნაგებობები, ბადეები აქვთ გაკეთებული,“ - განაცხადა გიგი გიგიაძემ.
22 წლის ნიკა ბეგაძის შესახებ 5 დღეა არაფერია ცნობილი. ის რეიკიანესბერში ცხოვრობდა, მისი მანქანა კი ჩანჩქერთან მდებარე პარკში იპოვეს.