გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში მცხოვრები ადგილობრივების გასაჭირი რუსი ოკუპანტების მიერ გაკეთებულ ბანერებს უკავშირდება. მოსახლეობას წყლის პრობლემა აწუხებს. სოფლის მომმარაგებელ რეზერვუარში 5 თვეა წყალი არ ჩასხმულა. წყალმომარაგების სათავე საოკუპაციო ბანერს მიღმა აღმოჩნდა.
საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარე სოფლის მოსახლეობას სასმელი წყლის მოსატანად დიდი მანძილის გავლა უწევს. მოსახლეობას სასმელი წყალი ქვედა უბნის თანასოფლელებისგან მოაქვთ.
სოფელს არ აქვს სარწყავი წყალიც და მოსახლეობას მოსავალი უფუჭდება. სოფელში დიდი ხანია არც წვიმა ყოფილა შესაბამისად, გამხმარია მოსავალი.
სოფელს, წყალთან და სარწყავის არქონასთან ერთად, კიდევ ერთი პრობლემა აქვს. იმის მიუხედავად, რომ სოფელი მაღალმთიანია, შესაბამისი სტატუსი არ მიუნიჭებიათ.
გამგეობა მოსახლეობას ჰპირდება, რომ სამუშაოები აგვისტოდან დაიწყება და ახალ წლამდე ყველა ოჯახს სასმელი წყალი ექნება.
ავტორი: თენგო გოგოტიშვილი.