სამხრეთ კორეაში, სეულთან ახლოს, ხმაურიანი ქალაქიდან ოდნავ მოშორებით, მთაზე ბუდისტური ტაძარი გეუმსუნსა მდებარეობს. ბუდისტურ ტაძარში, ტურისტებს, მის უკეთ შეცნობისთვის დარჩენაც შეუძლიათ.
კორეაში ტაძრის მონახულება ერთ-ერთი მოთხოვნადი ტურია. ტაძრის კარი ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლისთვის ღიაა.
გეუმსუნსა 600 წლიანი ისტორიის, კორეული ბუდისტური ტაძარია. ტყეში საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე რამდენიმე ნაგებობაში, სალოცავი ადგილები და ბერების საცხოვრებლებია.
ავტორი: გვანცა სუთიძე.