18 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" ორგანიზებულ აქციას ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო სექტორი შეუერთდა 

აღმაშენებლის გამზირზე, პარტია ”ევროპული საქართველოს” ორგანიზებულ აქციას - არა ფაშიზმს! ოპოზიციური პარტიების წევრები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ნეო-ფაშიზმს და რუსულ გავლენებს ქართული საზოგადოება ერთიანი ძალით ებრძოლოს.

„სოლიდარობას ვუცხადებ იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ რუსულ მარშს საქართველოში. ეს ჩვეულებრივია, მითუმეტეს როდესაც კონტრაქციის და რუსული მარშის მონაწილეების მუქარა არის. მე ყოველთვის იქ ვარ, სადაც თავისუფლებას ემუქრებიან,“-განაცხადა "საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა.

აღმაშენებლის გამზირზე კონტრაქციის წარმომადგენელთა მხრიდან აგრესიასა და შეურაცხმყოფელ განცხადებებზე საუბრობდნენ „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებული მსვლელობის მონაწილე მედიის წარმომადგენლები.

მათი განცხადებით, მიმდინარე მოვლენები ქვეყანაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შიშს იწვევს.

„აუცილებელი იყო ეს აქცია, აუცილებელი იყო იმიტომ, რომ თუნდაც ამ ხალხისთვის, რომლებიც დღეს შეშინებული უცხოელები მეკითხებოდნენ რა ხდება, იმათ ვუხსნიდით, რომ მეგობრობა ხდება, ფუნდამენტალიზმი არ ხდება, დემოკრატია ხდება, ევროპა ხდება და განვითარება ხდება, აი ეს ხდება დღეს აქ,“ - განაცხადა GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის სკოლის დეკანმა ნინა ივანიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები