თბილისის საქალაქო სასამართლო სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ საქმეზე მსჯელობს. ადვოკატები მოსამართლეს დასკვნითი სიტყვებით მიმართავენ.
22 აქციონერი თბილისის საავიაციო ქარხანაზე საკუთრების უფლების აღდგენას ითხოვს. მათი განცხადებით, აქციონერებს 2010 წელს ქონება იძულებით დაათმობინეს და პროცესში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.
„ეს იყო ზეწოლა, მუქარა, შეურაცხყოფა. ჩემი მხრიდან მე დავთანხმდი, რომ ჩემს კუთვნილ ქონებას გადავცემდი. სამხედრო პოლიციის უფროსმა დაგვიბარა 10 საათზე ეკონომიკის სამინისტროში და იქ მოხდა სახელმწიფოსთვის გადაცემა,“ - განაცხადა ერთ-ერთმა აქციონერმა, პანტიკო თორდიამ.
საქმეზე მოპასუხე ეკონომიკის სამინისტროა. გადაწყვეტილება მომდევნო სხდომაზე გამოცხადდება.