18 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
„ძალა ერთობაშია“ ინიციატივის განხორციელება საფრთხის შემცველია - შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო აქტივისტთა ინიციატივის განხორციელებას, რომელიც საოკუპაციო ზონაში პატრულირებას ეხება, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საზოგადოებრივი მოძრაობის ინიციატორებსა და ორგანიზატორებს შეხვდნენ.

მათ აქციის ორგანიზატორებს ის რისკები და გამოწვევები განუმარტეს, რომლებიც პატრულირების ინიციატივას უკავშირდება.

”საოკუპაციო ზონა არის მაღალი რისკის არეალი, სადაც მსგავსი ტიპის გადაადგილება საფრთხის შემცველია. ამიტომ, ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია საზოგადოებრივი მოძრაობის - „ძალა ერთობაშია“ ინიციატივის განხორციელება. ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ამავდროულად, უფლებას ვიტოვებთ, ვიმოქმედოთ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები