18 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
2,5 მილიონი ლარი მოიგო კომპანიამ, რომელსაც ჯოხი არ ჰქონდა მიწაში მანამდე ჩარჭობილი - ხმაური თბილისის საკრებულოში

თბილისის ბიუეჯტში შესატანი ცვლილებების განხილვის დროს  საკრებულოს დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. უმცირესობის წარმომადგენელთა კრიტიკა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ჩატარებულ გამწვანებით სამუშაოებსა და კომპანია გამწვანება 2016-ს შეეხო.

„2,5 მილიონი ლარი მოიგო კომპანიამ, რომელიც 6 დღეში დარეგისტრირდა და ჯოხი არ ჰქონდა მიწაში მანამდე ჩარჭობილი, გამოცდილება არ ჰქონდა. ამის შემდეგ  როგორ მოხდა, რომ დარგეს ხეები მაგისტრალურ მილსადენზე? თუ გინდათ წაგიყვანთ და გაჩვენებთ, მაგისტრალური უზარმაზარი მილსადენის თავზეა თბილისის ზღვაზე დარგული. როგორ მოხდა, რომ 9 ათასი ვერხვიდან რამდენიმეა მხოლოდ საღი? დანარჩენი ყველა არის გამხმარი,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა და ტბილისის მერობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა.

ამ საკითხზე ელისაშვილს თბილისის საკრებულოს ფრაქცია თბილისელების წევრმა, ილია ჯიშკარიანმა, უპასუხა. მისი თქმით, მილიონი ხის დარგვის გეგმა ყველასთვის საქილიკო უმიზეზოდ გახდა.

„პირადად მე მილიონი ვაზი მაქვს დარგული, პირადად და რა არის აქ შეუძლებელი, რომ მილიონი ხეც დაერგო ბატონ დავითს?“ - განაცხადა ილია ჯიშკარიანმა.

ქართული ოცნების წევრების განცხადებით, ხელშეკრულების მიხედვით, ამ საკითხთა მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები