18 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
შსს-მ არცერთ კითხვაზე პასუხი არ გაგვცა და იმედია, პროკურატურა ასე არ მოიქცევა - ლეილა მუსტაფაევა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, ოჯახის წევრებისა და ადვოკატების გამოკითხვა საქართველოს მთავარ პროკურატურაში, დაახლოებით, 5 საათი გაგრძელდა. მათ გამოძიებას ის ინფორმაცია მიაწოდეს, რისი მოგროვებაც ოჯახმა ამ დრომდე დამოუკიდებლად შეძლო.

აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, იმედოვნებს, რომ პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განსხვავებით, საქმეს დროულად და ობიექტურად გამოიძიებს.

„ბევრი შეკითხვა გვქონდა, რა ვითარებაში გაუჩინარდა ჩემი მეუღლე და როგორ აღმოჩნდა ის აზერბაიჯანში. ჩვენ მათ მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რაც გვქონდა საქმესთან დაკავშირებით. პოლიციამ 2 თვის განმავლობაში არცერთ კითხვაზე პასუხი არ გაგვცა, იმედი გვაქვს, რომ პროკურატურა ასე არ მოიქცევა და საქმეს ობიექტურად გამოიძიებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხადი გახდება, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ქართული ოცნების პოლიტიკურ ნებასთან,“ - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები