„ინსტიტუცია ასე არ უნდა ლაპარაკობდეს, რომელიც უზრუნველყოფს კონსტიტუციას,“ - ეს განცხადება მწერალმა ლაშა ბუღაძემ არჩევანის პირაპირ ეთერში სეკულარიზმის საკითხზე საუბრისას გააკეთა.
მისი აზრით, პრემიერმინისტრის მხრიდან სეკულარიზმის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება გამაღიზიანებელია, რადგან ეკლესიის საკითხს პოლიტიკოსები, ხშირად, სათავისოდ იყენებენ.
„ცდილობენ, რომ ეკლესიასთან ურთიერთობით, პატრიარქთან ურთიერთობით, მლიქვნელობით, დაიწერონ ქულები. აიმაღლონ ავტორიტეტი კიდევ უფრო მეტად იმიტომ, რომ ეს კარგად მუშაობს მათ ავტორიტეტზე,“ - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.
მისი აზრით, ეკლესიის დისკრედიტირებას უმეტესწილად ის ადამიანები ახდენენ, რომლებიც ეკლესიის სახლეით საუბრობენ.