18 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
ეს ავლენს ტენდენციას, რომელიც უკვე ზაფრავს ადამიანებს - ოქტაი ქაზუმოვი პრემიერის განცხადებაზე

„ეს იყო ჩვენთვის დიდ გაკვირვების მომენტი, რადგან ეს ავლენს ტენდენციას, რომელიც არის გამოვლენილი და ეს უკვე ზაფრავს ადამიანებს,“ - ეს განცხადება მუსლიმთა უმაღლესი სასაულიერო სამმართველოს წარმომადგენელმა, ოქტაი ქაზუმოვმა, არჩევანის ეთერში პრემიერის მიერ სეკულარიზმზე გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას გააკეთა.

მისი აზრით, უმცირესობის წარმომადგენლებს მსგავსი განცხადებები გაურკვევლობაში ტოვებს.

„ქვეყნის ვეტორები როგორ შეიძლება შეიცვალოს და როგორ იქნება მისი ასახვა, მისი ჩრდილი, ასე ვთქვათ, როგორ დაეცემა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებზე. ამ თვალსაზრისით, სეკულარიზმი მიგვაჩნია იმ ზედაპირად, რომელზეც უნდა დაშენდეს, როგორც სასულიერო, თუ რელიგიური, ასევე საერო ურთიერთობები,“ - განაცხადა ოქტაი ქაზუმოვმა.

მისი აზრით, ქვეყანაში, პირველ რიგში, სამართლიანობა და თანასწორობა უნდა იყოს მიღწეული, წინააღმდეგ შემთხვევაში, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები საქართველოში კვლავ გარიყულები იქნებიან.

„ეს სახელმწიფოებრიობას ვერ წაადგება,“ - განაცხადა ოქტაი ქაზუმოვმა.

მისი თქმით, სეკულარიზმი საზოგადოების მონაპოვარია.

ამავე თემაზე
დღის ამბები