18 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
ხელისუფლება ტესტავს ხალხის რეაქციას - გოკა გაბაშვილი პრემიერის განცხადებაზე სეკულარიზმის შესახებ

„სეკულარიზმი არის ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოსი,“ - ეს განცხადება პარტია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა, გოკა გაბაშილმა, არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, სეკულარიზმისთვის ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე და თერგდალეულები იბრძოდნენ.

„მთავარი ინსტრუმენტი რუსეთის პროპაგანდის არის ცნებების შეტრიალება, ანუ რომ შეატრიალო ცნება და მასში ჩადო ის შინაარსი, რომელიც მას არ აქვს,“ - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ამგვარად სალანძღავ სიტყვად აქციეს სიტყვა "ლიბერალიზმი".

გოკა გაბაშვილის აზრით, პრემიერის განცხადება სეკულარიზმის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში გამართული ნეოფაშისტური მარშებისა და ჯგუფების გაჩენასთან არის დაკავშირებული.

„როცა ისინი მზად არიან, შეიარაღდნენ ამ შავ-ბნელი იდეებით, გამოვიდნენ ლიბერალიზმის წინააღმდეგ, რომლის ფუძემდებლები ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი და აკაკი წერეთელი არიან, ლიბერალიზმს დაარტყან, ევროპულ ღირებულებებს და ევროპას დაარტყან, ევროპაში კეთილდღეობის ნაცვლად ტრადიციების ნგრევა აჭამონ ხალხს, როცა მთავრობა არის ამისთვის მზად, როცა გადაჯაჭვულია ერთმანეთთან საპარლამენტო უმრავლესობის და ნეოფაშისტური ჯგუფი, როცა ეს ყველაფერი ერთ ხმაში ხდება და სახელმწიფო ამას აკეთებს, გამოდის, რომ ხელისუფლება ტესტავს ხალხის რეაქციას,“ - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები