18 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
გლდანის ციხეში მუსტაფა ემრე ჩაბუქს დღეს მეუღლე და შვილები მოინახულებენ

გლდანის ციხეში მოთავსებულ მუსტაფა ემრე ჩაბუქს დღეს მეუღლე და შვილები მოინახულებენ. თურქული მხარის მოთხოვნის საფუძველზე დაკავებულის ნახვის შესაძლებლობა ოჯახს მეორედ ეძლევა. 

პარალელურად, დაკავებულის ოჯახი და ადვოკატი დევნილთა სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება, რომლის მიხედვითაც საქართველოში დემირელის კოლეჯის მენეჯერს თავშესაფარზე უარი ეთქვა.

საჩივრის შეტანის ვადა 7 აგვისტოს იწურება.

„64-ე დღეა ჩემი მეუღლის დაკავებიდან და ამ ხნის მანძილზე მას მეორედ ვხდებით. ბავშვებსაც ექნებათ შესაძლებლობა მამის მონახულების. რაც შეეხება საქმეს, ჩვენ 7 აგვისტომდე სასამართლოში აუცილებლად გავასაჩივრებთ ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლითაც უარი გვეთქვა ლტოლვილის სტატუსის მონიჭებაზე. ჩვენი ადვოკატები ახლა ამზადებენ ამ სარჩელს. არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, მაგრამ მე მჯერა საქართველოს სასამართლო სისტემის დემოკრატიულობისა და სამართლიანობის,” - განაცხადა თუბა ჩაბუქმა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქული მხარის მოთხოვნით დააკავეს. ის უკვე თვეზე მეტია წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.

დღის ამბები