გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან დღეს 16 წელი გავიდა. "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი 2001 წლის 26 ივლისს მოკლული იპოვეს. მისი მკვლელობისთვის დაკავებული გრიგოლ ხურცილავა კი 4 წლის წინ, საყოველთაო ამნისტიის შედეგად გაათავისუფლეს.
ოჯახი საქმის ხელახალი გამოძიების დაწყებას ითხოვს. მოკლული ჟურნალისტის ოჯახის წევრები, მეგობრები და მისი კოლეგები ტრადიციულად მის საფლავზე შეიკრიბებიან.