18 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
დიდუბეში სახლის დემონტაჟისას ნანგრევებში მოყოლილი მუშა გარდაიცვალა

დიდუბეში, წერეთლის ქუჩის 35-37 ნომერში ავარიული სახლის დემონტაჟის დროს ნანგრევებში მოყოლილი მუშა გარდაიცვალა. გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია. ის ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. 

წინასწარი ინფორმაციით, სამი მუშა ავარიული კორპუსის დემონტაჟისას, კედლის ჩამონგრევის დროს ნანგრევებში მოჰყვა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. 

უბედური შემთხვევა დიდუბეში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო ბრიგადები.  

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამშენებლო ნორმების უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები