18 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
გამოკითხულთა 57%-ის აზრით, ნარკოტიკის პირადი მოხმარების გამო ადამიანმა ციხის სასჯელი არ უნდა მოიხადოს - NDI

გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების გამო, ადამიანმა ციხის სასჯელი არ უნდა მოიხადოს - ამის შესახებ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევაშია ნათქვამი.

კითხვაზე, უნდა მოიხადოს თუ არა ციხის სასჯელი ადამიანმა ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკული საშუალების (მარიხუანა, ინტრავენული, აბები, ა.შ.) პირადი მოხმარების გამო, პასუხები ასე გადანაწილდა :

36% - დიახ უნდა მოიხადოს ციხის სასჯელი;

57%- არა არ უნდა მოიხადოს ციხის სასჯელი;

7% - არ ვიცი;

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდს მოიცავს. კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. 

დღის ამბები