კიდევ ერთი უბედური შემთხვევა და კიდევ ერთი გარდაცვლილი მუშა. 40 წლის მამაკაცი, დიდუბეში, წერეთლის ქუჩის 35-37 ნომერში, სახლის დემონტაჟის დროს დაიღუპა. ნანგრევებში რამდენიმე ადამიანი მოჰყვა.
ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა, დანარჩენები კი, საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი. მისი ინფორმაციით, დემონტაჟის სამუშაოებს „royal group“ აწარმოებდა, რომელიც ზედამხედველობის სამსახურს უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით რამდენჯერმე ჰყავდა გაფრთხილებული.
„მშენებლობას აწარმოებდა „royal group“ რა თქმა უნდა, ნებართვით. უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით ზედამხედველობის სამსახურს გაფრთხილებული ჰყავდა, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული უნდა ყოფილიყო. ამ ორშაბათსაც არის გაფრთხილებული, დანარჩენი გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების შემდეგ იქნება ობიექტური პასუხები,“ - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.