წაღვერში, არჯევანიძის ტყეში ხანძარია. როგორც ცნობილია, ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ხანძარი ამ წუთებში კიდევ უფრო გაძლიერდა.
"რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ ხანძარი წაღვერის ტერიტორიაზე შერეული ტიპის ტყეს გაუჩნდა. პირველადი ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით, 6 ათას მეტრზეა გავრცელებული.
საგანგებო სიტუაციების სამასახურში ამბობენ, რომ ხანძარი სულ უფრო ძლიერდება. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბირგადები, რომელთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა "რუსთავი 2"-თან საუბარისას აღნიშნა, რომ ტყისკენ ვერტმფრენი უკვე მიფრინავს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ ამ დროისთვის ხანძარი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ის დასახლებული პუნქტისგან მოშორებითაა. თუმცა აღნიშნავენ, რომ ხანძრის კიდევ უფრო გაძლიერებისა და გავრცელების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ ადგილობრივების კერძო საკუთრებას საფრთხე მიადგეს.