ბორჯომის რაიონში ათასობით კვადრატულ მეტრზე ტყე უკვე რამდენიმე საათია იწვის. წაღვერში ხანძარს მაშველები ამ დრომდე უშედეგოდ ებრძვიან. ცეცხლი 6000 კვ.მ. ტყის მასივს უკიდია. ხანძრის ადგილზე მობილიზებულია ავიაცია და სამაშველო ტექნიკა.
ქარი სამაშველო ჯგუფებს მუშაობაში ხელს უშლის. მეხანძრეები უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობენ. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება.
ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მეხანძრე მაშველები საკმაოდ მოძველებული ტექნიკით მუშაობენ. რამდენიმე სახანძრო მანქანა კი ტყეში ბუქსირით აიყვანეს.
სატყეო სააგენტოს წარმომადგენლის, თორნიკე გვაზავას თქმით, წაღვერის ტყეში, თითქმის, 1 ჰექტარზე მეტია განადგურებული.
მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე არ მომხდარა, რადგან ცეცხლის კერა, სავარაუდოდ, დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა.