18 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
30 წელი ელექტროენერგიის გარეშე - 15-მდე ოჯახი სანთლებითა და ელექტრომანათობლებით ცხოვრობს

ლილოს დასახლებაში ხდებაში ე.წ. ხილ-ბოსტნეულის ბინებში, დაახლოებით 15 ოჯახი 30 წელია ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. 

ადგილზე, ქარხნიდან არალეგალურად გაყვანილი სადენები ჩაჭრეს, რის შემდეგაც ადგილობრივებს ელექტროენერგია აღარ მიუღიათ.

მიმდებარე კორპუსებში ელექტროენერგია ყველგანაა ე.წ. ხილ-ბოსტნეულის ბინების მაცხოვრებლების თხოვნაზე კი გამგეობამ თითო ოჯახს 400 ლარის გადახდა მოსთხოვა. ადგილობრივების თქმით, მათ ამის საშუალება არ აქვთ.

სამგორის გამგებელი აცხადებს, რომ საკითხის მოსაგვარებლად მზად არის და მოსახლეობასთან კონკრეტული შეთავაზებაც აქვს.

ავტორი: თაკო სურგულაძე. 

დღის ამბები