ვიდეოს საქმეზე, რომელშიც 14 წლის მოზარდს სიცოცხლის მოსპობთ ემუქრებიან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. თუმცა არ ახმაურებენ, დაიკითხნენ თუ არა ვიდეობლოგერები. უწყებაში არც იმაზე საუბრობენ, თუ რატომ არის ამ დრომდე ძალადობის შემცველი ვიდეო ხელმისაწვდომი. მუქარის შემცველი ვიდეო უკვე რამდენიმე საათია სოციალურ ქსელშია განთავსებული.
ვიდეომიმართვის ავტორი სახელწოდებით ,,პროვოკატორი’’ კონკურენტი ბლოგერის ცემასა და მოკვლაზე 500 დოლარს აწესებს. თანხას კი იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ შემსრულებელი ამ პროცესის ვიდეოს გადაიღებს და სოციალურ ქსელში ატვირთავს. დაპირისპირების მიზეზი ერთმანეთის ვიდეოების წაშლა გახდა.
ვიდეობლოგერები ქართველ მოზარდებში საკმაოდ პოპულარულები არიან, ორივე მათგანს უამრავი გამომწერი და თაყვანისმცემელი ჰყავს. სწორედ ამიტომ სოცილურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს საგანგაშოდ მიიჩნევენ ფსიქოლოგები.
სპეციალისტები ხელისუფლებას კიბერძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებას ურჩევენ.
მუქარისა და ძალადობის შემცველ ვიდეომიმართვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს 151-ე მუხლით იძიებს, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს.