30 სექტემბერი 2024,   19:28
ვრცლად
ავტოავარია კახეთში - დაღუპულია სამი ადამიანი

სამი ადამიანი ემსხვერპლა ავტოავარიას კახეთში. შემთხვევა ყვარლის რაიონის სოფელ გავაზთან მოხდა. გზის ცენტრალურ მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ხუთი ახალგაზრდა მგზავრობდა, ხეს შეეჯახა და რამდენჯერმე ამობრუნდა.

სამი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი მძიმე ტრავმებით ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდები სოფელ გავაზიდან არიან. ადგილზე სამაშველო ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული.

დღის ამბები