აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ – NDI-ის მიერ გამოკითხულთა 56% ამბობს, რომ სასურველია, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული არ იყოს. NDI საზოგადოებრივი კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს.
შეკითხვას ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, გამოკითხულ მოქალაქეთა 21% ფიქრობს, რომ ივანიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი უნდა იყოს, თუმცა, ამავდროულად, ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა ეკავოს.
ხოლო 7% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობისთვის ოფიციალურად პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნა საჭირო არ არის.
გამოკითხულთა 15-მა პროცენტმა შეკითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 2% პასუხი გაცემისგან თავს იკავებს.
2016 წლის კვლევასთან შედარებით, 2017 წლის ივნისის მონაცემებით, გამოკითხულთა შორის იმ ადამიანების რაოდენობამ, რომელიც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად რჩება, მცირედით დაიკლო. მიუხედავად ამისა, კვლევის მონაწილეთა 59% კვლავ ფიქრობს, რომ საქართველოში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არაფორმალური მმართველი იღებს.
ამ აზრს გამოკითხულთა მხოლოდ 19% არ ეთანხმება.