საქართველოს პროფესიული კავშირის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან მდუმარე აქციას მართავენ. ისინი ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოში ყველა ადამიანი შრომის უსაფრთხო პირობებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში, მშენებლობაზე 3 ადამიანი დაიღუპა.