18 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - ფედერიკა მოგერინი ქართული არასამთავრობო სექტორის მიერ გაგზავნილ წერილს პასუხობს

ფედერიკა მოგერინი ქართული არასამთავრობო სექტორის მიერ მისთვის გაგზავნილ წერილს პასუხობს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხებოდა. ევროკავშირი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში ეკა გიგაურისადმი გაგზავნილ წერილში წერს, რომ აკვირდება კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებულ მოვლენებს.

"ვიცით, რომ უკანასკნელი ცვლილებები მიიღეს საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობის წინააღმდეგობის მიუხედავად.

"ვწუხვართ, კონსესუსის და ჩართულობის ნაკლებობის გამო რეფორმირების ამ გადამწყვეტ ფაზაში," - წერს ფედერიკა მოგერინი.

ის მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, უზრუნველჰყონ რეფორმების დამყარება ფართო და გრძელვადიან კონსესუსზე.

დღის ამბები