10 დღიანი ეკო ბანაკი სახელწოდებით - "აღმოაჩინე საქართველო" საზეიმოდ დაიხურა.
ეკო ბანაკის მონაწილეებს სასკოლო-გარემოსდაცვითი კონკურსის - "ნიკო კეცხოველის პრემია“ ფარგლებში, შერჩეული 28 ფინალისტი წარმოადგენდა.
მათ მოწვეულ სტუმრებს მათი რეგიონის განვითარების თემაზე მომზადებული პრეზენტაციები წარუდგინეს. მოზარდებს სერტიფიკაცები გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ გადასცა.