18 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
"გვექცეოდნენ როგორც მონებს" - ისრაელიდან დეპორტირებული ქართველები ციხეში გატარებულ დღეებს "კურიერთან" იხსენებენ

ისრაელიდან დეპორტირებული ქართველები, ციხეში გატარებულ დღეებს "კურიერთან" იხსენებენ. რამდენიმე ქართველი ქვეყანაში გაურკვეველი მიზეზების გამო არ შეუშვეს და საზღვარზევე დააკავეს. მათ ისრაელის ციხეში რამდენიმე დღე გაატარეს და ამბობენ, რომ იქ არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ.

“გადაგვიყვანეს ოთახში სადაც, ყველა ქართველი ერთად შეგვკრიბეს, მთელი ღამის თევა მოგვიწია იქ. ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე, კითხვებს ვსვამდით თუ როდის იქნებოდა საქართველოში დაბრუნება, საერთოდ არაფრად არ ჩაგვაგდეს. ელემენტარული წყლის საშუალებაც არ იყო. ჩაგვსვეს ავტობუსში და გადაგვიყვანეს ციხეში. ციხეში იყო ძალიან გაუსაძლისი მდგომარეობა. 12 კაციან საკანში 20 კაცი ვისხედით. გვექცეოდნენ როგორც მონებს“ - განაცხადა ერთ-ერთმა დაკავებულმა  გოგა ჩანგელიამ.

კიდევ ერთ მსგავს შემთხვევაზე საუბრობს დაკავებული ქართველი ქალბატონი, რომელიც თელავივის რამლეს ციხეში იმყოფება. მისი ახლობლების თქმით, ამ ციხეში 28 ქართველი ქალბატონია დაკავებული, რომლებიც დამლაგებლებად მუშაობდნენ თელავივში და მათ სამართალდამცველები სახლებში შეუცვივდნენ და იქიდან გადაიყვანეს ციხეში. ეს ქალბატონები რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდებოდნენ დეპორტაციას, თუმცა პროცესი გაჭიანურდა, მაგრამ მათ ამის მიზეზი არ განუმარტეს.

ისრაელში საქართველოს კონსულის თქმით, ის იმყოფებოდა თელავივის რამლეს ციხეში და მისი თქმით, დაკავებულების დეპორტაცია საქართველოში ეტაპობრივად მოხდება.

“საიმიგრაციო სამსახურს უკვე შეძენილი აქვს მათთვის ბილეთები და მათ იციან როდის დაბრუნდებიან. ჩემთან შეხვედრაზე მათ არცერთს არ დაუფიქსირებია რაიმე პრეტენზია, მოპყრობასთან დაკავშირებით. დეპორტაცია მოხდება ეტაპობრივად,“ - განაცხადა ისრაელში საქართველოს კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა.

დღის ამბები