"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" კვლევის შედეგებს აქვეყნებს. დოკუმენტში საუბარია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე, სახალხო დამცველის მანდატისა და კომპეტენციების ეფექტიანობის თაობაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციამ სპეციალური რეკომენდაციებიც შეიმუშავა, რომელიც ომბუდსმენის აპარატის მანდატის გაძლიერებას და საქმიანობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.