18 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
"თუ ყველა დამნაშავეს არ დასჯიან, ჩვენც იგივეს გავაკეთებთ" - ქვემო ქართლში მომხდარი სექსუალური ძალადობის მსხვერპლის ოჯახი სამართალდამცველებს აფრთხილებს

საზარელი შემთხვევა ქვემო ქართლში. 42 წლის მამაკაცი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. 15-მდე ადამიანმა მას ჯერ სცემა, შემდეგ კი გააუპატიურა. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი სოფელ გაჩიანთან  ახლოს მოხდა. მოძალადეებმა მომხდარი ტელეფონით გადაიღეს და შემდეგ სოციალურ ქსელში გაავრცელეს. დაზარალებულის ახლობლები მომხდარის მიზეზად ეჭვიანობას ასახელებენ.

დაზარალებული  ამ დროისთვის კომაზოტურ მდგომარეობაშია და რეანიმაციაში იმყოფება. ექიმებს ჯერჯერობით პროგნოზის გაკეთება უჭირთ. 

დაზარალებულების მშობლების თქმით, მათი შვილი იმყოფებოდა რუსთავში, რა დროსაც ყარაჯალადან მასთან ჩავიდა დაახლოებთ 7 ადამიანი და გაიტაცეს ძალის გამოყენებით. როგორც დაზარალებულის ოჯახში ყვებიან, მამაკაცს თავში ჩაარტყეს ბოთლი, რის შემდეგადაც გადმოიყვანეს სოფელ ყარაჯალაში, სადაც მინდორში გაიყვანეს, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და გააუპატიურეს. 

”ეს გოგო თვითონ ურეკავდა ჩემს შვილს და ეუბნებოდა, რომ უყვარდა და მასთან ყოფნა უნდოდა. ახლა ჩემი შვილი ძალიან ცუდადაა, თქვენ თვითონაც ნახეთ ვიდეო რაც გაუკეთეს. სახე აღარ უჩანს ისეა ნაწამები, 20-25 ადამიანი იყო,“ - განაცხადა დაზარალებულის ნათესავმა.

დაზარალებულის ახლობლები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე ქმედების ჩადენით იმუქრებიან.

“პატრული ჩვენ არ გამოგვიძახია საავადმყოფოდან დაურეკეს. თუ ყველა დამნაშავეს არ დასჯიან, ჩვენს იგივეს გავაკეთებთ. ახლა მხოლოდ 4 კაცია დაკავებული. ორივე ძმა, ის ვინც იღებდა და ვინც მანქანას მართავდა, არადა ბევრად მეტი იყვნენ. თავის საქმეს რომ მორჩნენ, ჩაი ხანაში ჩამოვიდნენ და იქ თქვეს, წადით და თქვენს მკვდარს მიხედეთო,“ - აღნიშნა დაზარალებულის ნათესავმა ედიკა აბდულაევმა.

"კურიერის" ინფორმაციით უკვე დაკავებულია 3 ეჭვმიტანილი, ვიდეომასალები კი ინტერნეტიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა უწყებებმა ამოიღეს. დაკავებულებს შორის არიან გოგონას მეუღლე და ძმა. დაკავებულის მშობლები კი მომხდარის შესახებ საუბრობენ. 

“ახლომახლო პოლიცია დგას და რისი უნდა მეშინოდეს, ყველაფერი რაც მოხდა ამ ადამიანის ბრალია. 48 წლის არის შვილიშვილი ყავს და ახალგაზრდა გოგონას შეცდენას ცდილობდა, რომელსაც მეუღლე ჰყვას და მას SMS-ებს უგზავნიდა. ამ ყველაფრის მერე რაც მოხდა, უკვე პოლიციამ იცის,“ - განაცხადა ნამიკ ნურიევის მამამ ზახირ ნურიევმა.

დღის ამბები