18 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
"არანაირ ფარულ მოლაპარაკებას ადგილი არ ჰქონია" - რეჟისორ გიორგი სიხარულიძის პირველი კომენტარი ქეთი დოლიძის გათავისუფლებაზე

ქეთი დოლიძის სავარაუდო შემცვლელი გიორგი სიხარულიძე პირველ კომენტარს აკეთებს. სიხარულიძე "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ მას კულტურის სამინისტროდან არავინ დაჰკავშირებია.

რეჟისორის თქმით, მისთვის ჯერჯერობით ოფიციალურად არავის უთქვამს არის თუ არა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელად შერჩეული.

მისივე განცხადებით,  გუშინ მთელი დღის განმავლობაში იღებდა მილოცვებს მეგობრებისგან, მაგრამ ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია და არც კონსულტაციები ჰქონია მინისტრთან.

გიორგი სიხარულიძე დღემდე ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს ამ თანამდებობაზე, უფლებამოსილების ვადა 17 სექტემბერს ეწურება.

„არანაირ ფარულ მოლაპარაკებას ადგილი არ ჰქონია და რას ამბობს ქალბატონი ქეთი ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. კონკურსი იყო ყველა თეატრში და მეც შეტანილი მქონდა განაცხადი,“-განაცხადა ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები