ხანძარი აბასთუმანში სრულად ლოკალიზებულია, თუმცა მიუხედავად ამისა, 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას აბასთუმანში საგანგებო შტაბი და საველე ოპერაციების ცენტრი. ცოცხალი ძალა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მეხანძრე-მაშველები და მეტყევეები.