მუსლიმანური სამყარო დღეს ყურბან ბაირამს ზეიმობს. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმში ორ ადგილას შესრულდა.
ძველ ორთა ჯამესა და ახალ მეჩეთში, სადაც ხის კონსტრუქცია ააგეს. იმის გამო რომ ადგილი არ ყოფნით მორწმუნეების ნაწილმა რელიგიური რიტუალი ღია ცის ქვეშ შეასრულა.
მორწმუნეები ახალი მეჩეთის აშენების აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ სამართლებრივი დავა დაწყებული აქვთ.
მუსლიმებს დღესასწაული პოლიტიკოსებმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება ბოლო ეტაპზეა და საკითხი მალე გადაწყდება.
„მიმდინარეობს კონსულტაციები, უკვე გადავედით ფაქტობრივად შემაჯამებელ ეტაპზე. ჩვენ მუსლიმ მრევლთან ერთად, სამუფტოსთან ერთად ქალაქის მერიასთან ერთად, დარჩა მხოლოდ ტექნიკური დეტალების შეთანხმება და რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესების გასათვალისწინებლად,“-განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
მუსლიმ მრევლს დღესასწაული მიულოცეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმაც.