18 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
რკინიგზელთა პროტესტი და მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციიდან საქართველოს რკინიგზამდე 

რკინიგზელთა პროტესტი საქართველოს რკინიგზასთან გრძელდება. დღეს მოშიმშილეები პროფკავშირების წარმომადგენლები და "აუდიტორია 115"-ის წევრები მშვიდობიან მსვლელობასაც გეგმავენ. 

აქციის მონაწილეები 18:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან და რკინიგზის დეპარტამენტთან მსვლელობით გადაინაცვლებენ.

მოშიმშილეთა მოთხოვნები უცვლელია. რკინიგზის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელთა გადადგომა და მოშიმშილე რკინიგზელის, უჩა ღვთისიაშვილის მარნეულიდან ისევ ძველ ადგილას, გურჯაანში დაბრუნება.

„შევთავაზეთ რკინიგზას კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ჩაერთვებოდა მოლაპარაკებებში და შესაბამისად შეწყდებოდა შიმშილობა, მაგრამ რკინიგზა არ გამოდის მოლაპარაკებებზე და არ გამოდის კონტაქტზე. ეს ცინიზმის უმაღლესი მწვერვალია. ადამიანები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან, პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა რკინიგზაზე და სახელმწიფოზეა,“-განაცხადა საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძემ.

დღის ამბები