06 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
ჰიუსტონში მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება - შტორმს 33 ადამიანი ემსხვერპლა

ჰიუსტონში მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება. ოპერაციაში სამაშველო სამსახურები და სამხედრო ავიაციაა ჩართული. ტროპიკული შტორმი "ჰარვის" შედეგად 100 ათასზე მეტი სახლი დაზიანდა. ოფიციალური მონაცემებით წყალდიდობას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს. ტეხასის შტატში ვითარების გასაცნობად ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იმყოფებოდა. დონალდ ტრამპმა დაზარალებული შტატების დასახმარებლად საკუთარი სახსრებიდან 1 მილიონის დოლარის გამოყოფის პირობა დადო.

დღის ამბები