06 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
ქარიშხალი "ჰარვი" - ტეხასში დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა

ქარიშხალ "ჰარვის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი ტეხასში 47-მდე გაიზარდა. დატბორილი ჰიუსტონიდან მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება.

ოპერაციაში სამაშველო სამსახურები და სამხედრო ავიაციაა ჩართული. ტროპიკული შტორმი “ჰარვის“ შედეგად 100 ათასზე მეტი სახლი დაზიანდა.

ტეხასის შტატში ვითარების გასაცნობად ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იმყოფებოდა. დონალდ ტრამპმა დაზარალებული შტატების დასახმარებლად საკუთარი სახსრებიდან 1 მილიონის დოლარის გამოყოფის პირობა დადო.

დღის ამბები