მთაწმინდაზე ხანძართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის შესახებ ინფორმაცა შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, დღეს, 13 საათსა და 33 წუთზე შევიდა.
შსს-ს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, 13 საათსა და 38 წუთზე მივიდნენ.
"სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და მეხანძრე-მაშველების მობილიზება ხანძრის კერასთან ორი მიმართულებით განხორციელდა. წყლით ოპერატიული მომარაგება მთაწმინდაზე არსებული ჰიდრანტიდან ხდება. ადგილზე იმყოფება 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ხანძრის ეფექტური ლოკალიზაციის მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ერთვება შსს-ს ვერტმფრენი,"-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.