მთაწმინდის ფერდობზე მეხანძრე-მაშველები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. იმის გამო, რომ ცეცხლი სწრაფად ვრცელდება გამოძახებულია ავიაცია. ჯერჯერობით ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება.
ადგილზე იმყოფება 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ხანძრის ეფექტური ლოკალიზაციის მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ერთვება შსს-ს ვერტმფრენი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და მეხანძრე-მაშველების მობილიზება ხანძრის კერასთან ორი მიმართულებით განხორციელდა. წყლით ოპერატიული მომარაგება მთაწმინდაზე არსებული ჰიდრანტიდან ხდება.
ჯერჯერობით უცნობია რამდენ ჰექტარზეა გავრცელებული ცეცხლი.