უფასოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემა 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. საარჩევნო სიის დახვეწის მიზნით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს უფასოდ მისცემს.
აქცია იმ მოქალაქეებს შეეხებათ, ვისაც არ გააჩნიათ არცერთი მოქმედი ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სერვისით სარგებლობისთვის დაინტერესებულმა მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.