18 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
დღეიდან მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები ჩაეშვა

დღეიდან მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები ჩაეშვა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, განახლებული 5-ლარიანი მიმოქცევაში წინა  ბანკნოტებთან ერთად იქნება.

ბანკნოტის წინა და უკანა მხარეს თავდაპირველი თემატიკაა შენარჩუნებული, გაუმჯობესებული ხარისხითა და მოცულობით. ასევე, განახლებული ხუთი ლარის ნომინალის ბანკნოტებზე სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის ნომინალის ამომცნობი ნიშანია დატანილი.

დღის ამბები