სვანეთში სტიქიური კატასტროფაა. ბეჩოს ხეობაში უშბის სიახლოვის მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაგუბებული წყალი სოფელს წალეკვით ემუქრება. ადგილზე არსებული ტექნიკა სტიქიის შედეგებს ვერ უმკლავდება. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
საჭიროა ზომების მიღება და ტრაქტორებისა და სხვა ტექნიკის აყვანა, რომ მეწყერს გზა სხვა მიმართულებით გაუხსნან და სოფელს აარიდონ. ადგილზე მისვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ს0ატელეფონო ინტერვიუში კი ადგილობრივი მოახლოება იმ უმძიმეს ვითარებაზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა, სტიქიამ სვანეთში გამოიწვიოს.
გუშინდელმა წვიმამ კი მძიმე ვითარება შექმნა მესტიაში. სადაც მულახის თემის 5 სოფელი და 32 ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ადიდებულმა მდინარე მულხურამ ხიდის ნაწილი წაიღო, რის გამოც, მესტიის სოფლები რაიონს ვეღარ უკავშირდებიან. წაღებულია მესტია-უშგულის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ერთი მონაკევთიც, რაც სვანეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს განსაკუთრებით ართულებს.
მესტიის სოფლების მცხოვრებლები ამბობენ, რომ გუშინდელმა წვიმამ, ხიდის დანგრევის გარდა, გაანადგურა ახალი წყალსადენი და მესტიის ნახევარი უწყლოდ დატოვა.