18 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
"ბათუმობის" დღესასწაულზე რუსთავი2-ის პროექტის გამარჯვებულები არ მიიწვიეს

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, ბათუმობის დღესასწაულზე რუსთავი2-ს პროექტის გამარჯვებულები არ მიიწვიეს. პოპულარულ შემსრულებლებს, გიორგი ნაკაშიძესა და ავთო აბესლამიძეს, წელიწადზე მეტია ადგილობრივი მთავრობის მიერ დაგეგმილ არცერთ ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რუსთავი2-ის მეგა პროექტის გამარჯვებული შემსრულებელების დაბლოკვას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს. ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ ბათუმელ შემსრულებლებს ბათუმის მერი რუსთავი2-ის მხარდაჭერის გამო, სამაგიეროს უხდის.

ფაქტს, რომ რუსთავი2-ის მეგა პროექტის ორ ადგილობრივ გამარჯვებულს ბათუმის მერიის კულტურის სამსახური ბლოკავს, აჭარაში აბსურდულად მიიჩნევენ.

დღესასწაულის კონცეფციის ავტორი განმარტავს, რომ ნაკაშიძემ და აბესლამიძემ მსგავსი ტიპის პროექტში გასულ წელს უკვე მიიღეს მონაწილეობა და ამიტომ ვეღარ მოხვდნენ ბათუმობის მონაწილე შემსრულებელთა სიაში.

ბათუმობა2017 აჭარაში 2 და 3 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიების მოწყობა ბათუმის ბიუჯეტს 200 ათას ლარზე მეტი უჯდება. ორდღიანი სანახაობისათვის ორგანიზატორებმა ბათუმის ორი ლოკაცია შეარჩიეს.

 

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

დღის ამბები