ახმეტის რაიონის სოფელ ოჟიოში სატვირთო მანქანა დაიწვა. ცეცხლი ავტომობილის შეკეთებისას გაჩნდა.
ხანძრის შედეგად სათავსოც დაიწვა, სადაც გამხმარი ბალახი ინახებოდა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.