06 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
განგაში პარიზის ცენტრში - ფრანგმა სამართალდამცველებმა ეიფელის კოშკთან ეჭვმიტანილი დააკავეს

განგაში პარიზის ცენტრში - ფრანგმა სამართალდამცველებმა ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს, რომელიც ალაჰის სადიდებელ სიტყვებს ყვიროდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულს არც იარაღი და არც რაიმე საეჭვო ნივთი არ აღმოაჩნდა.

ამ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე პოლიციამ დედაქალაქის რკინიგზის სადგურიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელა, კომპანია ევროსტარმა კი რეისები საათ-ნახევრით გადადო.

ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს.

დღის ამბები