06 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
სან ფრანცისკოში რუსეთის გენერალური საკონსულოს თანამშრომლები უწყებას ტოვებენ

სან ფრანცისკოში რუსეთის გენერალური საკონსულოს თანამშრომლებმა უწყების დატოვება დაიწყეს. რუსმა დიპლომატებმა შენობა დღის ბოლომდე უნდა დაცალონ.

ნივთები საკონსულოდან ყუთებით გაიტანეს, მანამდე კი ჟურნალისტებმა შავი კვამლი შენიშნეს, თუმცა, ადგილზე მისული სახანძრო ბრიგადა პერსონალმა შენობაში არ შეუშვა. მათი განმარტებით, ბუხარში სხვადასხვა ნივთი დაწვეს.

განცხადება გაკეთდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. ლავროვის უწყების მტკიცებით, უჩვეულო არაფერი ხდება და შენობას კონსერვაციისთვის ამზადებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე განმარტავენ, რომ ამერიკის სპეცსამსახური დღეს საკონსულოში ჩხრეკის ჩატარებას აპირებს.

დღის ამბები