06 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
სტიქია აშშ-ში - ტრამპი კონგრესს სარეზერვო ფონდიდან 8 მილიარდის გამოყოფას სთხოვს

ქარიშხალ ჰარვისგან მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად, დონალდ ტრამპი კონგრესს სარეზერვო ფონდიდან 8 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს. ეს ხარჯების პირველადი შეფასებაა და თანხა, სავარაუდოდ, კიდევ გაიზარდება.

სტიქიის ზონაში დღეს დონალდ ტრამპი მეორედ ჩავა. პრეზიდენტის ბრძანებითვე, ხვალ შეერთებულ შტატებში საყოველთაო ლოცვის დღე გამოცხადდა.

მოსახლეობა სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიაგებს პატივს. ქარიშხალ ჰარვის და მისგან გამოწვეულ წყალდიდობას ტეხასის შტატში 47 ადამიანი ემსხვერპლა, მილიონამდე კაცს კი საცხოვრებელი სახლის მიტოვება მოუწია. 

დღის ამბები