მესტიის რაიონის სოფელ მაზერის მოსახლეობა წალეკვის საშიშროების წინაშეა. უშბის მთის ნაშალი მასა სოფლიდან 500 მეტრშია ჩამოწოლილია, რამაც წყლის დაგუბება გამოიწვია.
მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. მათი განმარტებით, საჭიროა სპეციალური ტექნიკის მობილიზება და მეწყრის მიმართულების შეცვლა.
სოფელ მაზერში განმარტავენ, რომ წვიმის შემთხვევაში, მთელი დასახლების ევაკუაცია უნდა მოხდეს.