06 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობა კალიფორნიის შტატში - სტიქია ლოს ანჯელესის გარეუბანში

ტყის ხანძრების გამო, კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქია ლოს ანჯელესის გარეუბანში მძვინვარებს. ცეცხლი ავტომაგისტრალის მახლობლად გაჩნდა და უკვე საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება.

ხანძრის ლოკალიზებას 500-მდე მაშველი და ავიაცია მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა, მისი ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

საფრთხის გამო, მიმდებარე ტერიტორიიდან 200-მდე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. დაიკეტა მაგისტრალის 20-კილომეტრიანი მონაკვეთიც.

დღის ამბები