10 წელი წყლის გარეშე - ტყიბულის რაიონის სოფელ კურსების მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივების განმარტებით, 10 წელზე მეტია, წყლის მილები დაზიანებულია და მხოლოდ ერთი საერთო ჭით სარგებლობენ.
კურსებში ამბობენ, რომ ძველი სისტემაც საკუთარი ხარჯებით ჰქონდათ მოწყობილი, ახლა კი შესაბამისი სახსრები აღარ აქვთ და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ხელისუფლებას სთხოვენ, რისთვისაც არაერთხელ მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ.
სოფლის მოსახლეობა საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ შიშობს.
ტყიბულის გამგეობაში სატელევიზიო კომენტარზე უარს აცხადებენ, პირად საუბარში კი განმარტავენ, რომ წყლის სისტემის მოწყობისთვის თანხის გამოყოფას მომავლი წლის ბიუჯეტიდან შეეცდებიან. კურსების პრობლემების ჩამონათვალი წყლით არ სრულდება, სოფელს გზის პრობლემაც აქვს.