18 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში კვირიკე მესამის საფლავის შესწავლა დაიწყო

გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში კვირიკე მესამის საფლავის შესწავლა დაიწყო. ადგილზე დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და სპეციალისტები ჩავიდნენ.

მათი თქმით, საფლავი, საპატრიარქოსთან შეთანხმების შესაბამისად, არ გაიხსნება, თუმცა, მოხდება მისი შესწავლა და დაცვა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ნათლისმცემლის ტაძრის რესტავრაციის დროს საფლავზე  წარწერას მიაკვლიეს, რომლის თანახმად, იქ კახეთ-ჰერეთის მეფე, კვირიკე მესამე, განისვენებს.

დღის ამბები