18 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
კიევში მიხეილ სააკაშვილის ძმა დააკავეს

კიევში დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ძმა დააკავეს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„დღეს დილით ავაკოვის შინაგან სამქეთა სამინისტოს 8 წარმომადგენელმა ჩემი ძმა, დავით სააკაშვილი, დააკავა, როდესაც ის კიევში, საკუთარი სახლიდან გამოდიოდა. ჩემი ძმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ის არის იურისტი და აქვს უკრაინაში ცხოვრების უფლება. როგორც ჩანს, ამ გზით ცდილობენ ჩემზე გავლენა მოახდინონ, რათა მე არ დავბრუნდე.

"თქვენ ძალიან ცუდად მიცნობთ. ეს, ზუსტადაც რომ, კიდევ უფრო ამტკიცებს ჩემს გადაწყვეტილებას უკრაინისა და უკრაინელების დაცვასთან დაკავშირებით, რათა დავიცვა ისინი ბარიგების თარეშისგან," - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის დასავლეთ საზღვარზე კიევიდან მობილური ჯგუფები გაგზავნეს.

„ამავდროულად, გუშინ, დასავლეთის სასაზღვრო პუნქტებზე კიევიდან მობილური ჯგუფები გამოგზავნეს, რადგან ადგილობრივ მესაზღვრეებს არ ენდობიან. მობილური ჯგუფების წარმომადგენლებს, რომლებიც ყოფილი „ბერკუტის“ წევრები არიან, აქვთ დავალება, რომ მე შემოსვლის უფლება არ მომცენ და პასპორტი წამართვან. შევხვდებით საზღვარზე,“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ის იმ მანქანის ფოტოსაც ავრცელებს, რომლითაც, მისი თქმით, დავით სააკაშვილი წაიყვანეს.

დღის ამბები