10 მაისი 2024,   01:19
ვრცლად
ამ წუთებში თუშეთში, სოფელ ხახაბოს ტყეში, ხანძარია

ხანძარია ამ წუთებში თუშეთში. ცეცხლი სოფელ ხახაბოს მიმდებარე ტყეს გაუჩნდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, კვამლი ორ ადგილზე ამოდის. მათივე თქმით, ტერიტორია მიუვალია და რამდენად შეძლებენ ადგილამდე მისვლას, არ იციან. 

შემთხვევის ადგილზე უკვე წავიდა თელავის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა მასშტაბს მოიცავს ხანძრის კერა.

დღის ამბები